კალმახა სოკო ნიგვზით

  14:28:18     03-03-2012

მასალა:

    600 გრამი სოკო

    100 გრამი ხახვი

    2 სუფრის კოვზი ზეთი

    1 ჩაის ჭიქა ნიგოზი

    ქინძი, წიწაკა და მარილი გემოვნების მიხედვით

კალმახა სოკო დავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ გრძლად, ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად დავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დავკეპოთ დანით ძალიან წვრილად. ასევე წვრილად დავკეპოთ 5 თავი ხახვი. ჩავყაროთ ერთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი რომ შეაშრება, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და 2 სუფრის კოვზი წყალი. კიდევ ვადუღოთ ცოტა ხანს. შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ დანაყილი ნიგოზი და ცოტა პილპილი, აგრეთვე წვრილად დაჭრილი ქინძი.