ომლეტი “მექსიკა”

  14:27:11     03-03-2012

მასალა:

    2 კვერცხი

    30გ კარაქი

    30გ სოკო

    30გ წითელი წიწაკა

    40გ პამიდორი

    30გ ტომატის სოუსი

სოკო დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ კარაქში. წიწაკა დავჭრათ ღერებად და შევწვათ კარაქში. ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი. შემდეგ სოკო, წიწაკა, პამიდორი შევურიოთ კარგად ერთმანეთს, შევახვიოთ მომზადებულ ომლეტში და ზემოდან მოვასხათ ტომატის სოუსი.