“მწვანე” სალათა (სამარხვო)
11:57:41     02-03-2012
მასალა:
მწვანე სალათის ფოთლები
1 ს/კ ღვინის ძმარი
4-5 ს/კ ზეითუნის ზეთი
1/2 ჩ/კ მარილი
1/8 ჩ/კ პილპილი
სალათის ფოთლები გავრეცხოთ და 15 წუთით ჩავდოთ ცივ წყალში. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და დავჭრათ. დაჭრილ სალათის ფოთლებს დავასხათ სოუსი და მოვურიოთ ქვემოდან ზემოთ. სალათას შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ცალი დაჭრილი პამიდორი.
სოუსის მომზადების წესი:
ჩავყაროთ ჯამში მარილი და პილპილი. დავუმატოთ ძმარი და ვურიოთ მარილის გადნობამდე. შემდეგ დავუმატოთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოვურიოთ. ჯამში მარილთან და პილპილთან ერთად შეგიძლიათ მოურიოთ დანაყილი ერთი კბილი ნიორი.