ნივრის სოუსი (სამარხვო)
11:26:24     01-03-2012
მასალა:
5-6 კბილი ნიორი
5 ნაჭერი თეთრი პური
50 გ. ზეითუნის ზეთი
ძმარი და მარილი გემოვნებით
გასუფთავებული ნიორი დავამწნილოთ ძმარში 5 საათის განმავლობაში და შემდეგ დავნაყოთ. პურის გული დავალბოთ წყალში, გავწუროთ და შევურიოთ ნიორს. ავურიოთ კარგად, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და 1-2 კოვზი ძმარი. სოუსი უნდა იყოს ბლანტი კონსისტენციის. პური შეიძლება შევცვალოთ მოხარშული კარტოფილით.