აშშ ირანზე თავდასხმისთვის მზადაა

  09:57:45     01-03-2012

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალები, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მისატანად მზად არიან, იმ შემთხვევაში, თუ თეირანის ბირთვულ ამბიციების მოთოკვა, დიპლომატიური ძალისხმევით ვერ მოხდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს, დღეს, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის გენერალმა, ნორტონ შვარცმა განუცხადა.

მისი თქმით, პენტაგონი საკმარისი რაოდენობის ბომბებს ფლობს ირანის მიწისქვეშა თავშესაფრების და სხვა გამაგრებული ობიექტების გასანადგურებლად.  

გენერალმა შვარცმა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ირანის სამხედრო ბირთვული პროგრამა სარაკეტო დარტყმების შედეგად იქნეს განადგურებული, უპასუხა: „ნებისმიერი პრევენციული დარტყმის შედეგები გამომდინარეობს იქედან, თუ რა მიზანი შეიძლება არსებობდეს“...

ამ დროისათვის, ობამას ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის და მასთან დაკავშირებული პრობლემების დარეგულირება, სამხედრო ჩარევამდე, დიმპლომატიური და ეკონომიკური სანქციებით შეიძლება მოხერხდეს. ვაშინგტონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ სამიდან არცერთი ვარიანტი არ გამოირიცხება.