
27 წლის მამაკაცმა, ჰომოსექსუალ თანამესუფრეს სასქესო ორგანო მოაჭრა
13:00:22     29-02-2012
ყაზახეთის პოლიციამ სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. გარდაცვლილს მოკვეთილი ჰქონდა სასქესო ორგანოები. როგორც დამნაშავე აცხადებს, გარდაცვლილმა მას ინტიმური კავშირი შესთავაზა, სწორედ ეს გახდა მკვლელობის მოტივი.
მკვლელობაში ეჭვმიტანილია ქალაქ აკტობეს 27 წლის მკვიდრი. „ინტერფაქსი“ ყაზახეთის შინაგან საქმეთა პრესსამსახურის უფროსის, ალმატა იმანგალიევას განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ამ დროისათვის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
50 წლის მამაკაცის სხეული მისსავე ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინეს. პოლიციის მონაცემებით, გარდაცვლილს აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, ხოლო სასქესო ორგანო მოჭრილი აქვს.
როგორც ეჭვმიტანილი განმარტავს, გარდაცვლილთან ერთად სვამდა, როდესაც თანამესუფრემ სექსი შესთავაზა. აღნიშნული წინადადებით აღშფოთებულმა ახალგაზრდამ მასზე თითქმის ორჯერ უფროსი „მეგობარი“ სასიკვდილოდ დაჭრა.