თხილის ნამცხვარი ავსტრალიურად

  10:43:35     28-02-2012

მასალა ცომისთვის:

    200 გ თხილი

    4 კვერცხი

    1 მწიკვი მარილი

    100 გ ყავისფერი შაქარი

    2 ს.კ. თაფლი

    1 ჩ.კ. ახლად გახეხილი ჯანჯაფილი

    50 გ ხორბლის გაუმტკიცავი ფქვილი

მასალა მინანქრისთვის:

    150 გ შაქრის პუდრა

    1 ს.კ. თაფლი

    12 ც.თხილი მოსართავად

    ცხიმი ფორმისთვის

გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. წვრილად დაჭერით თხილი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე.

კვერცხის გულს დაუმატეთ თაფლი და ურიეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ ჯანჯაფილი და დაჭრილი თხილი. შეურიეთ ათქვეფილი ცილა, დააცერით ფქვილი და მოურიეთ.

ჩაასხით ცომი და აცხვეთ 175˚-ზე 30 წთ. შაქრის პუდრა გახსენით თაფლსა და 3-4ს.კ. წყალში. წაუსვით ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს. ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ თხილით.