მადრიდში ახალგაზრდა ჯოკონდას პორტრეტი აღმოაჩინეს
14:15:32     27-02-2012
მადრიდში, პრადოს მუზეუმში, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ ასლი აღმოაჩინეს, რომელზე გამოსახული ქალბატონიც, ორიგინალის ჯოკონდაზე ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება.
სპეციალისტების აზრით, სურათი შესაძლოა და ვინჩის ერთ–ერთ მოსწავლეს ეკუთვნოდეს, რომელმაც ოსტატთან პარალელურად დახატა ლიზა. კერძოდ კი საუბარია ფრანჩესკო მელციზე. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ცნობილ ლიზას სხვისი თვალით შეხედონ.
ვინაიდან მეჩვიდმეტე საუკუნეში თითქმის ყველა მხატვარი ხატავდა „მონა ლიზას“ ასლს, რესტავრატორებს პრადოს მუზეუმში შენახული ტილო ჩვეულებრივი ანალოგი ეგონათ და განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდნენ.
„მონა ლიზას“ ასლი ღია ფერებშია შესრულებული. მადრიდის მუზეუმის სპეციალისტები კი აღნიშნავენ, რომ ლეონარდო და ვინჩის ფერწერულ ტილოზე მუქი ფერები, მეთვრამეტე საუკუნეში, სიძველისაგან გაჩნდა. ვინაიდან ლუვრის ორიგინალი ძალიან ძვირადღირებულია, რესტავრატორები მასზე მუშაობისგან თავს იკავებენ.
ამას გარდა, მოსწავლის ნახატზე ჩანს ის დეტალები რაც ლეონარდოს ორიგინალზე დაკარგულად ითვლება, წერს Tha Daily Mail. ამგვარად, „მონა ლიზას“ ასლი დაახლოებით ოცი წლისაა, აქვს წარბები და მისი თვალები განსხვავებულად გამოიყურებიან.