ქართველი მეომარი
06:08:07     27-02-2012
ქართველი მეომრები არაფრით ჩამოუვარდნებოდნენ სხვა ქვეყნის მებრძოლებს, როგორც შეიარაღებით, ასევე ეშმაკობებით. ჩვენ წინაპრებს მრავალი სახის იარაღი ჰქონდათ და მათ საჭიროებისამებრ იყენებდნენ. მაგალითად, ერთ–ერთი იყო ხმალი, ეს იარაღი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული ქართველებში, არსებობდა ხმლის მრავალი სახე, როგორც ორპირი, ისე ცალპირიანი, ყველა კუთხეს თავისებური ხმლის ჯიში ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მრავლად იყო დავითფერულა ცალპირა გრძელი ხმალი, რომელიც იყო დრეკადი და სამღარიანი. ასევე მსგავსი მისი გორდა, თუშებს მაგალითად ჰქონდათ ორლესული გრძელი სწორი მახვილი….
ფოლადის საიდუმლოებასთან ერთად, ქართველებმა იცოდნენ ხმლის პირის და ქარქაშის უნაკლოდ მოჭედვა-მოხატვა, ასეთი ნახელავი ძირითადად მდიდარ და მაღალი ფენის წარმომადგენელ ფენებს ჰქონდათ. ხმალზე უამრავი წვრილმანი შეიძლება აღიწეროს ქართველებისგან . სწორედ ქართველური ტომები იყვნენ ყველაზე მტკიცე რკინის მამები და შემქმნელები მსოფლიოში, ესენია ხალიბები, თუბალები… ისინი ფლობდნენ უძველეს პერიოდში ფოლადის საიდუმლოებას. ყველაზე მთავარი ისაა, რომ აზიამ დიდი გავლენა იქონია ჩვენს კულტურაზე, ასევე საბრძოლო იარაღებზეც მათ შორის ხმალზეც, ეს აისახა ხმლის დიზაინზე, კერძოდ ჩვენი ხმლების დიდი ნაწილი მოხრილია წვერთან ზოგი ოდნავ ზოგი ძალიან, ეს დამახასიათებელია აზიურ ისლამურ ქვეყნებში.
ქართველებს აბჯარ-ფარიც განვითარებული გვქონდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებში, ქართველი რაინდები სრულიად იყვნენ დაცულები აბჯარში, მისი ძირითადი შემადგენლობა იყო ჯაჭვის პერანგი, სამკლაურები, საწვივეები, სამუხლეები, გულ_მკერდს დამატებითი ფოლადის ფირფიტები იცავდა, მისი დამატება სურვილისამებრ შეიძლებოდა. ჯაჭვის პერანგი იყო სხვადასხვა ერთი იყო მწვრილი რგოლებით მოქსოვილი, რომელიც ისარს არ ატარებდა, ის ძვირი სიამოვნება გახლდათ. მისი მოქსოვა ურთულესი იყო ამიტომ მას მხოლოდ დიდებულები და მდიდრები იყენებდნენ, იყო ასევე საშუალო ზომის რგოლებისგან მოქსოვილი პერანგი რომელიც უძლებდა ხმლის მჭრელი პირის დარტყმას, წვერით დარტყმას დამატებითი ფოლადის ჯავშანი ჭირდებოდა რადგან ძლიერ დარტყმას წვერით ვარ უძლებდა რამდენიმე კრინის მწვრილი რგოლი.
პერანგი კისრამდე ფარავდა მიბრძოლს უმრავლეს შემთხვევაში კაპიშონის მსგავსი ჯაჭვის ქუდიც მოყვებოდა რომელიც საკმაოდ ეფექტური იყო. მებრძოლს მხოლოდ სახე უჩანდა. ფარი ქართველებში სიდიდით არ გამოირჩეოდა ყველაზე დიდ ზომას ფარმა ჩვენში შუა საუკუნეებში მიაღწია რომელიც მეომარს შუბთან ერთად ეჭირა, მისი დედანი ევროპულია კერძოდ ბიზანტიური . შემდგომში ასეთ ფარს აღარ იყენებდნენ და ფარმა მრგვალი ფორმა მიიღო, ზომაშც მოიკლო დიამეტრი 10 15 სმ_ს არ აღემატებოდა. იყო სვანური ტყავის სხივებიანი ფარი, ხევსურული რკინის ფარი, შემონახულია ძველი დროის ფარებიც, მათი მასალა ტყავი იყო.
ოქროს ფონდის საცავში არის ვახტანგ გორგასლის ტყავის ფარი რომელიც “ვიგრის” ტყავისაა, თუმცა არავინ იცის რა არის ვიგრი. ყველაზე მეტად ხევსურული ფარის დამზადების წესია შემონახული, ის არამარტო თავდაცვისთვის არამედ თავდასხმისთვისაც გამოდგებოდა, მისი ბასრი კიდეები დიდ ძიანს აყენებდა მოწინააღმდეგეს. ხევსურული ფარის ძირითად მასალას ხარის ქედის ტყავია მას საგანგებოდ ამუშავებდნენ, მრგვალი ფორმის გამოჭრილ ტყავს ჟღინთავდნენ მურით , შემდეგ ხარშავდნენ მურთან ერთად შემდეგ დღე–ღამე ტოვებდნენ და აშრობდნენ, მას შემდეგ ფარავდნენ მეტალის ნაჭრებით, შუაში ჰქონდა რკინის მრგვალი გუნბათი რომელიც დარტყმის ამორტიზირებას ახდენდა და იცავდა ხელს დარტყმის ძალისგან. ხევსურულ ფარzე არ იყო გამოსახული ჯვარის გარდა არაფერი. ქართველებს ჰქონდა სხვა განსხვავებული იარაღებიც, მაგალითად ტაბარი, ის უძველესი ქართული იარაღია, სულხან საბა წერს ის იყო ნაჯახი ცალპირაც და ორპირაც, ცხენზე დასაკრავი. ასევე მათრახი, ის უბრალო მათრახი არ იყო, მებრძოლის ხელში ის უსასტიკესი იარაღი იყო. მოქნევისას ის ზებგერით სიჩქარეს აღწევდა და ტკაცუნის ხმა გასროლის ხმას გავს.
ასევე იყო კოლხური საჩეხი პატარა ტარის ცულები ისინი მრავალნაირია. ამ ყველაფრით მე მოკლედ გაგაცანით ძველი ქართული შეიარაღების პატარა ნაწილი, რომელიც მდიდარია ჩვენში და არ ჩამოუვარდება სიძლიერით მაშინდელი განვითარებული ქვეყნების შეიარაღებას.
armada.ge