ზ-10 - შემტევი შვეულმფრენი

  06:07:07     27-02-2012

შემტევ (თავდასხმითი) შვეულმფრენ ზ-10-ზე მუშაობა დაიწყო ჩინეთში, 1990-იან წლებში. 2003 წლისთვის დასრულებულმა პროტოტიპმა ფრენა შეასრულა. შვეულმფრენი მოიწონა ჩინეთის არმიამ და 2009-2010 წლებში მიიღო კიდეც შეიარაღებაში. ზ-10-ის შექმნაში დიდი ტექნიკური დახმარება ჩინელებს “ეუროკოპტერმა” და “აუგუსტამ” გაუწიეს. დღესდღეობით ზ-10 ჩინეთის არმიის შეიარაღების ერთ-ერთი თანამედროვე ვერტმფრენია.

ზ-10-ის დანიშნულებაა ჯავშანკოლონების დაბომბვა და ბრძოლისს ველის “დამუშავება”, ასევე შეუძლია ცალკეული საბრძოლო მოქმედებების შესრულება (თავდასხმითი). ზ-10-ის ფრთასხმულობა სტანდარტულია. შვეულმფრენს 2 პილოტი მართავს-ერთ პილოტი წინა მხარეს, დაბლა ზის, მეორე კი მის უკან და მაღლა.

შვეულმფრენის კორპუსი დახრილი დიზაინითაა აწყობილი, რათა აისხლიტოს ჭურვები და ტყვიები. ზ-10-ის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი დაცულია ჯავშანფილებით. შვეულმფრენის შეიარაღება შედგება 30 მმ-იანი საავიაციო ქვემეხისგან, ანტი-სატანკო რაკეტა ჰჯ-9 ებისგან (მსგავსი თოვ-2ა-ებისა), ჰჯ-9-ის გაუმჯობესებული ვარიანტის ჰჯ-10-ის ტიპის რაკეტებისა და “ჰაერი-ჰაერი”-ის კლასის ტი-90-ის ტიპის რაკეტებისგან. ზ-10 აღჭურვილია ორი კანადური წარმოების ძრავით-Pratt & Whitney PT6C-67C-ებით. თითოეული ძრავი 1531 ცხენის ძალას ანვითარებს. ზ-10-ზე ასევე შესაძლებელია დაყენდეს შვეულმფრენ ვზ-9-ის ძრავები, თუმცა ისინი კანადურს ჩამორჩებიან სიმძლავრით. შვეულმფრენზე დამონტაჟებულია საჰაერო კავშირის მოდული, აღმომჩენი რადარები, სატელიტური კავშირის სენსორები და ა.შ. ჩინური ზ-10 განეკუთვნება იმავე კლასს, რომელსაც მიეკუთვნებიან-AH-2 Rooivalk და A-129 Mangusta, თუმცა იგი ჩამორჩება AH-64 Apache-ს.

წყარო: www.military-today.com