ქათმის, ინდაურის, ბატის ან იხვის ხარჩო

  05:26:13     27-02-2012

მასალა:

    1200 გრამი ქათმის ან ინდაურის ხორცი-

    200 გრამი ბრიჯნი

    300 გრამი ხახვი

    3-4 კბილი ნიორი

    4 ცალი კვერცხი

    ტყლაპი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნების მიხედვით

დაახლოებით 1200 გრამი ქათმის ან ინდაურის კარგად გასუფთავებული და დაჭრილი ხორცი ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე რომ სამ-ოთხ სანტიმეტრზე იყოს ხორცის ზემოდან. დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. წყლის დუღილის დროს ქაფი მოვხადოთ, შემდეგ ჩავყაროთ შიგ ერთი ჩაის ჭიქა გასუფთავებული და გარეცხილი ბრინჯი, პატარა ნაწილებად დახეული ტყლაპი და ნიორი გემოვნების მიხედვით, წვრილად დაჭრილი 300 გრამი ხახვი, 3-4 დაფნის ფოთოლი და ვადუღოთ. როდესაც ხორცი მოიხარშება, ქვაბი გადმოვიღოთ და შევანელოთ მარილით და წიწაკით, ნელ-ნელა დავასხათ 4 ცალი ათქვეფილი კვერცხი და თანაც მოვურიოთ ქვაბს, რომ კვერცხი არ აიჭრას.