ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი
05:25:22     27-02-2012
მასალა:
1 კილოგრამი ხორცი
100 გრამი ხახვი
80 გრამი მწვანილი
1 კილოგრამი კარტოფილი
1 ცალი წიწაკა
½ კილოგრამი პამიდორი
მარილი გემოვნების მიხედვით
ერთი კილოგრამი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვხრაკოთ ხახვთან და მწვანილთან ერთად; შემდეგ დავჭრათ პომიდორი ან დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ტომატი და ერთი ჭიქა წყალი. ჩავაყაროთ გაფრცქვნილი და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, ჩავუმატოთ მარილი, მწვანილი და წიწაკა გემოვნების მიხედვით. ვადუღოთ 30-40 წუთს, რის შედეგადაც კერძი მზად იქნება.