ინგლისური ჩაი

  05:24:49     27-02-2012

მასალა:

    1 ჩაის კოვზი ჩაი

    1 ჭიქა წყალი

    1 ჩაის კოვზი ნაღები

    შაქარი გემოვნებით

მდუღარე წყლით მოვლებულ ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, თავსახური დავახუროთ და ორთქლზე გავაჩეროთ. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ ჩაი დაიფაროს. კიდევ 5-7 წუთის შემდეგ ჩაიდანი მდუღარე წყლით შევავსოთ, ფინჯნებში ჩავასხათ და სუფრაზე ნაღებთან ერთად მივიტანოთ.