
არის თუ არა ირაკლი ალასანიას ცოლის ძმა ნარკორეალიზატორი?
14:11:27     25-02-2012
მაია ფანჯიკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რის გამოც ის საფრანგეთში გაამგზავრეს.
ირაკლი ოქრუაშვილმა ფანჯიკიძეს პარიზიდან უპასუხა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი საკუთარი გარემოს მძევალია და მასთან ურთიერთობას ალასანიების ოჯახური კლანი იმიტომ „ბლოკავს“.
ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მან თავის დროზე ალასანიას ცოლის და მაია ფანჯიკიძის ძმა, ნარკორეალიზატორობის ფაქტზე დააკავა.
„თუ ეს ფანჯიკიძის პასუხია, ოქრუაშვილი ვერ მიიღებს, რადგან ისიც იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, პირად მოტივებზე დაყრდნობით ოქრუაშვილს მტრად რომ მიიჩნევს. ფანჯიკიძის ძმა იყო დაჭერილი ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ნარკოტიკების დიდი ოდენობით შენახვისთვის. ის იყო თბილისში ცნობილი ნარკორეალიზატორი და ნახევარი საბურთალო და ვაკე მოწამლა“ - აცხადებს ოქრუაშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში.
უცნაურია, რომ ოქრუაშვილის ბრალდების შემდეგ, ალასანიას ოჯახი ამ მომენტამდე დუმდა - არც „დემოკრატიის ხალიან ლიდერს“ გამოუთქვამს პროტესტი ოქრუაშვილის განცხადებაზე და მისი ცოლის ძმის ნარკორეალიზატორობაზე და არც თავად ივანიშვილის პრეს-სპიკერს...
მეტიც, როდესაც „პრესა.ჯი“ ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს დაუკავშირდა და ოქრუაშვილის ბრალდებაზე კომენტარი სთხოვა, ივანიშვილის პრესსპიკერი განსაკუთრებულად ანერვიულდა...
- ქალბატონო მაია, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ალასანიას ცოლის დის დამოკიდებულება მისდამი სუბიექტურია, რადგან მან, თქვენ, ძმა დაგიჭირათ ნარკორეალიზატორობის გამო და მის ციტატებს თუ მოვიშველიებთ, თქვენი ძმა ნარკორეალიზატორი და ნარკომანია...
- იქნებ ბოლომდე გააგრძელოთ ციტატა და ნახავთ, რომ ვერ დაუმტკიცდა..
- ოქრუაშვილი აცხადებს, რომ თქვენი ოჯახი ამ საქმის ჩასაფარცხად დარბოდა...
- არა, იქ წერია... ერთადერთია ჩემი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით: ოქრუაშვილის ყველა განცხადება არის ტყუილი და მხოლოდ ტყუილი.
- თქვენი ძმა აღარაა ნარკორიალიზატორი?
- კარგად ბრძანდებოდეთ, მე ამ საკითხზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მსურს.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, სამეგრელოში მისი გახსენება არ უკავშირდება მხოლოდ მის მუშაობას ედუარდ შევარდნაძისდროინდელ უშიშროებაში – რეგიონში მისი სახელი ჯერ კიდევ 90–იანი წლების ბოლოდან ასოცირდება რამდენიმე გახმაურებულ კრიმინალთან და მისი ორგანიზატორების მფარველობასთან. სწორედ ირაკლი ალასანიას მფარველობის გამო დარჩნენ დაუსჯელები ერთი გახმაურებული ადამიანის გატაცების საქმის ორგანიზატორები, რომლებმაც ზუგდიდიდან ფულის გამოძალვის მიზნით შემდგომში წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დარეჯან როგავას ძმისშვილი გაიტაცეს. ამ გატაცების ორგანიზატორები და მონაწილეები სწორედ ირაკლი ალასანიას პროტეჟეები იყვნენ და როგორც ზუგდიდში ამბობენ, მოგვიანებით მან ისინი უშიშროების ერთ–ერთ განყოფილებაშიც დაასაქმა.