უნაჭუჭოდ მოხარშული კვერცხი პომიდვრითა და რეჰანით
05:49:37     24-02-2012
მასალა:
10 ცალი პატარა ზომის პომიდორი
1 ს/კ არომატული ძმარი
4 ცალი კვერცხი
2 ნაჭერი ტოსტერში დაბრაწული პური
8 ფოთოლი რეჰანი
გააცხელეთ ქურა 180°C-მდე. ჩააწყვეთ პომიდვრები ცეცხლგამძლე ჭურჭელში, მოასხით არომატული ძმარი და 6-8 წუთის განმავლობაში დატოვეთ ქურაში. პატარა ქვაბში აადუღეთ წყალი, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს. სწრაფად ურიეთ წყალს და მორევისას წარმოქმნილ ძაბრისებრ ჩაღრმავებაში ჩაახალეთ ერთი კვერცხი. დააცადეთ 3 წუთი და შემდეგ ნაჩვრეტებიანი კოვზით ამოიღეთ. მსგავსი წესით მოხარშეთ დარჩენილი სამი კვერცხიც. დააწყეთ მოხარშული კვერცხები დაბრაწული პურის ნაჭრებზე, შემოუწყვეთ პომიდვრები, მოაყარეთ რეჰანის ფოთლები და მიირთვით ცხელი.