ალუბლის ღვეზელი
05:48:18     24-02-2012
მასალა:
3 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი
3 ცალი კვერცხი
2 ჩაის ჭიქა შაქარი
1 ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი
1 ჩაის კოვზი რომი ან კონიაკი
2 ჩაის ჭიქა კურკაგამოცლილი ალუბალი
პურის ფქვილი, კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი და 1 ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი მოვზილოთ და გავაკეთოთ ფხვიერი ცომი. გავათხელოთ ცომი თითის სისქეზე და დავდოთ ერბოწასმულ ტაფაზე. ამოვუწიოთ კიდეები. ზედ დავაყაროთ ერთმანეთში არეული 1 ჩაის ჭიქა შაქარი და 2 ჩაის ჭიქა კურკაგამოცლილი ალუბალი. ზევიდან მსხვილკბილიანი სახეხით მოვახეხოთ ცოტაოდენი მორჩენილი ცომი და შევდგათ ცხელ აირღუმელში გამოსაცხობად. 30-40 წუთში ღვეზელი მზად იქნება.