სელესტ ვალანდერი თავდაცვის სამინისტროში

  05:40:13     24-02-2012

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს სელესტ ვალანდერს და აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორის მოადგილეს ადმირალ მარკ მონტგომერს შეხვდა.

შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს. აშშ-ის მხარემ გამოთქვა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს სამხედრო სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და მოდერნიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. აშშ-ი ასევე დაეხმარება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.

მინისტრთან შეხვედრამდე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოდან ხვალ გაემგზავრება.

Mod.gov.ge