აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ავღანეთში დაღუპული ქართველების ოჯახებს მიუსამძიმრა
05:26:58     24-02-2012
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს - ლეონ პანეტასა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლეონ პანეტამ ბაჩო ახალაიას და გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს შეერთებული შტატების მთავრობის სახელით მიუსამძიმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში, 21 თებერვალს, სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო. თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მამაცობას და პროფესიონალიზმს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს თანადგომისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც აშშ-ს დელეგაციამ დოქტორ სელესტ ვალანდერის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას გამოხატა.