საინტერესო ფაქტები ტანკებზე
16:02:12     23-02-2012
მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირში, ტანკის А – 40–ის ბაზაზე მფრინავი აპარატი შეიქმნა. ამ მფრინავ აპარატს 40 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეეძლო და მასთან შერწყმული იყო თვითმფრინავი ТБ-3. გეგმა შემდეგი იყო: მას შემდგე რაც გადასაბმელ ჯაჭვს მოაცილებდნენ, ტანკი დამოუკიდებლად უნდა დაშვებულიყო საჭირო წერტილში და მომენტალურად ბრძოლაში უნდა ჩართულიყო. მაგრამ რა თქმა უნდა პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა კავშირში ტანკების უკმარისობის გამო ტრაქტორების ტანკებად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღეს. იყო შემთხვევა, როცა ერთ–ერთ ბრძოლაში ოცი ასეთი ტანკი იღებდა მონაწილეობას. ამ ტანკებით კონტრშეტევა ღამით მოხდა, რამაც მტერი სრულიად გააოგნა. მათ НИ-1–ები უწოდეს, რაც „შიშს“ ნიშნავს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ტიპის ტანკები საკმაოდ სერიოზული იარაღებით იყო აღჭურვილი.
1930 წელს შექმნილი Т-28–ის დავალება შემდეგი იყო: მას უნდა გადაელახა მთვარის ლანდშაპტი. ამაში არაფერია არც ფანტასტიური და არც მისტიური: უბრალოდ იმ დროისათვის არ გეგონოთ რომ მთვარის ლანდშაპტი პირდაპირი მნიშვნელობით ითქმებოდა, აქ იგულისხმებოდა შეტევის დროს გარდაცვლილთა და სამხედრო ტექნიკით სავსე ადგილები.
ტანკი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს წყლის ჭურჭელს.
ინჟინერმა ლებედენკომ პირველი მსოფლიო ომის დროს საკუთარი პროექტის მეშვეობით, საბრძოლო ბრონირებული ავტომობილი შექმნა, რომლის საბურავების დიამეტრიც 9 მეტრი იყო. ამ ავტომობილს მძიმე საბრძოლო იარაღის ტარება შეეძლო, მოგვიანებით კი მას ტანკების „მეფე“ უწოდეს.