ქეთა თოფურიამ მოსკოვში პუტინს უმღერა

  15:57:40     23-02-2012

„ა სტუდიოს" ქართველი სოლისტი ქეთა თოფურია ერთ-ერთი იყო იმ მომღერლებიდან, ვინც დღეს მოსკოვში გამართულ, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე იმღერა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, მომიტინგეები ფრუნზეს სანაპიროსა და „ლუჟნიკზე“ იყვნენ შეკრებილნი და მათი რიცხი დაახლოებით 80 ათასს შეადგენდა.

ეროვნებით ქართველმა ქეთა თოფურიამ სიმღერის დაწყებამდე დამსწრეებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქეთა თოფურიას სამშობლოში ოფიციალურად აღინიშნება იუნკერთა ხსენების დღე...