ძროხის ხორცი ჩინურად
11:27:12     23-02-2012
მასალა:
1კგ ძროხის ხორცის რბილობი
3/4 ჭიქა ქათმის ხორცის ბულიონი
6 კბილი ნიორი
1 ს/კ კოჭა (დაფქვილი)
1 ს/კ სოიას სოუსი
2 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
1 ს/კ კარტოფილის ფქვილი
1 ს/კ ცივი წყალი
3 ცალი ხახვი
2 მწვანე ბულგარული წიწაკა
მარილი და პილპილი გემოვნებით
დაჭერით ძროხის ხორცი ძალიან თხელ ნაჭრებად. შეურიეთ ბულიონი, ნიორი, სოიას სოუსი, ყავისფერი შაქარი. ცივ წყალში გახსენით კარტოფილის ფქვილი; დაამატეთ ბულიონს. დაჭრილი ხორცი ამოავლეთ ამ ნაზავში, დაამატეთ მარილი, პილპილი და შედგით მაცივარში 10 წუთით.
გაწურეთ ხორცი. მარინადი შეინახეთ. გახურებულ ვოკს დაასხით 2 სუფრის კოვზი ცხიმი და აბრუნეთ ისე, რომ ის მთელ ზედაპირს მოედოს. დაადეთ ძროხის ხორცი და შუშეთ 2 წუთის განმავლობაში. დაამატეთ დიდ ნაჭრებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ხახვი და მოასხით შენახული მარინადი. შუშეთ საშუალო ცეცხლზე თავდახურული 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ გასქელდება. მიირთვით შემწვარ ბრინჯთან ერთად.