ფედერიკო მონდელჩის კონცერტი თბილისში

  13:08:24     22-02-2012

29 თებერვალს, 20.00 საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება იტალიელი საქსოფონისტის, ფედერიკო მონდელჩის კონცერტი.

ფედერიკო მონდელჩი, საქართველოს სიმფონიერ ორკესტრთან ერთად, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ნიკოლა პიოვანის, რობერტო მოლინელის და ასტორ პიაცოლას ნაწარმოებებს.

მონდელჩის, საერთშორისო სახელის მქონე მუსიკოსს, კონცერტები გამართული აქვს იტალიისა და უცხოეთის ყველაზე ცნობილ ორკესტრებთან ერთად, მათ რიცხვშია ლა სკალას ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, მაესტრო სეიჟი ოზავას ხელმძღვანელობით, გამართული კონცერტი.

აღსანიშნავია, რომ ისეთი რანგის მუსიკოსი, როგორიცაა ნიკოლა პიოვანი, სპეციალურად მონდელჩისათვის ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. კონცერტი ორგანიზებულია, თბილისში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობითა და კერძო სპონსორებს დახმარებით. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის თეატრის სალაროებში.

კონცერტთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება 27 თებერვალს 12.00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტის" საკონფერენციო დარბაზში.

ghn