რუმინული სალათა

  11:52:52     22-02-2012

მასალა:

100 გრამი შაშხი

3-4 ცალი პამიდორი

2 ცალი კიტრი

2 ცალი ბულგარული წიწაკა

100 გრამი მწვანე სალათის ფოთლები

20 გრამი მწვანე ხახვი

150 გრამი ხმელი ყველი

2 ცალი კვერცხი

4 სუფრის კოვზი ზეთი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

1 კბილი ნიორი

პილპილი, მარილი და კამა

პამიდორი დავჭრათ ნაჭრებად. კიტრს გავაცალოთ კანი და დავჭრათ. წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ ღერებად. სალათის ფოთლები დავჭრათ დიდ ნაჭრებად.

სოუსისთვის ერთმანეთს შევურიოთ ზეთი, ლიმონის წვენი, პილპილი, დანაყილი ნიორი და დაჭრილი კამა.

თხლად დაჭრილ შაშხის ნაჭრებს დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული, დავასხათ მომზადებული სოუსი და კარგად ავურიოთ. მაგიდასთან მიტანის წინ სალათას მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ხახვი და გავაფორმოთ მოხარშული კვერცხის ნაჭრებით.