
შალვა რამიშვილი გელბახიანის ვაჟის დაკავებას ითხოვს
11:33:51     22-02-2012
შალვა რამიშვილის ჟურნალისტური მორალი საზოგადოებისთვის ცნობილია. ცნობილია მისი ამბიციაც. ვიდეო მასალაც საკუთარი თვალით გვაქვს ნანახი, როგორ ევაჭრებოდა ჟურნალისტი რამიშვილი, პარლამენტარ კობა ბექაურს... მაგრამ ახლა შალვა რამიშვილი ახალი რაკურსით წარმოაჩენს თავის პიროვნებას და სოციალურ ქსელში მიწერილი წერილის გამო ვალერი გელბახიანის შვილის, ირაკლი გელბახიანის დაკავებას ითხოვს.
წერილი, რომელიც ირაკლი გელბახიანს მისთვის ფეისბუქში მიუწერია, შალვა რამიშვილმა კედელზე გამოფინა და სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციაც მისცა, სამართალდამცავებს დაკვალიფიცირება რომ არ გაუჭირდეთ. თანაც ის ამბავიც გაიხსენა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მუქარისთვის პირი პასუხისგებაში რომ მისცეს.
გთავაზობთ ტექსტს, რომელიც რამიშვილს გელბახიანმა მისწერა: ,,შალვა, შენი რენომე მხოლოდ ვერცხლთან ასოცირდება, ხოლო შენი ზნეობა კი არაქრისტიანულია. ამიტომ შენი მორალის მქონე კაცს სხვებისთვის ქვის სროლის უფლება არა აქვს. შენ ერთი თავხედი და უზრდელი ადამიანი ხარ და შენი წამალი მორალის კითხვა არა არის, ამიტომ თუ კიდევ გაიმეორებ ვალერის მაგ კონტექსტში მოხსენიებას, მაშინ იცოდე ერთი მაგრად გაიტყეპები. მე ინკოგნიტო რომ არ გეგონო მე მისი შვილი ვარ. შეიძლება მამაჩემმა შენი თავხედობა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალოს, მაგრამ მე ვერ მოვისვენებ, მანამ სანამ შენ სარკეში ჩახედვის დროს ჩემი თავი არ გაგახსენდება.’’
კომენტარებში შალვა რამიშვილს უხსნიან, რომ ეს არ არის საკმარისი საფუძველი პირის პასუხისგებაში მისაცემად, მაგრამ რამიშვილი პოზიციას არ იცვლის. მოკლედ, შალვა რამიშვილი ან ძალიან შეშინებულია, ან ძალიან სურს ვალერი გელბახიანის შვილი გისოსებს მიღმა იხილოს. ალბათ ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ერთი ცნობილი მულტმილმის ასოციაცია: თუ ლომს წრუწუნას გული უდევს...
შალვა რამიშვილს ცოტა ხნის წინ ,,გრეჩიხაც’’ ემუქრებოდა. მან ეს
ამბავიც ფეისბუქის საშუალებით ამცნო საზოგადოებას. შალვა რამიშვილი: ,,სამი
თვის წინ ბ-ნ ლევან
გაჩეჩილაძეს ეთერში დავუძახე მისი ბავშვობისდროინდელი ზედმეტსახელი. მთხოვა ნუღარ მეძახიო. შევპირდი აღარ ვიზავ
თქო. გუშინ კიდევ
წამომცდა. დღეს დამირეკა დაძაბულმა და მომთხოვა ბოდიში მომიხადეო. მოვუხადე. "ჰოდა აწი აღარ
წამოგცდეს თორემო... და საერთოდ სადაც გინდა იქ მოვალო". ჰოდა რა მაინტერესებს: აღარაა ბ-ნი ლევან
გაჩეჩილაძე პოლიტიკოსი? დატოვა პოლიტიკური სცენა? რა ცხოვრებით ცხოვრობს ახლა? თუ დავუძახო ჩემს ციხის ძმაკაცებს "სარაზბორკოთ" :)
p.s. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ბ-ნ ლევან გაჩეჩილაძეს.’’ რამიშვილის ამ განცხადებამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია, ფეისბუქის მეგობრებმა რამიშვილს გაჩეჩილაძესთან მეგობრობა, კაცობა და მორალი შეახსენეს. ლევან გაჩეჩილაძის მუქარის შემდეგ რამიშვილმა ბოდიში მოხადა. რაც შეეხება გელბახიანს, როგორც ჩანს, მისი მუშტის რამიშვილს ისე ეშინია, რომ თავს დაცულად მხოლოდ მისი გისოსებს მიღმა აღმოჩენის შემთხვევაში იგრძნობს.