ლინდსი ლოჰანმა ელიზაბეტ ტეილორის როლი მიიღო
11:51:15     21-02-2012
ლინდსი ლოჰანმა, რომელიც უკანასკნელად ეკრანზე 2010 წელს ფილმ „მაჩეტეში“ ვიხილეთ, ახალი როლი მიიღო. Access Hollywood’s-ის მიხედვით, ბოლოს და ბოლოს, მსახიობი ელიზაბეტ ტეილორის როლზე დაამტკიცეს.
შეგახსენებთ, ძალიან მალე დაიწყება ფილმ Liz and Dick-ის გადაღება, რომელიც ლეგენდარული მსახიობის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
კასტინგზე ლინდსის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა - მეგან ფოქსი, რომელმაც ტეილორის როლი ერთხელ უკვე მოირგო. თუმცა, პროდიუსერებმა ლოჰანს მიანიჭეს უპირატესობა, მისი ტეილორის ხასიათთან მსგავსების გამო.