სუხიშვილების წარმატებული ტურნე გრძელდება
11:01:38     21-02-2012
"სუხიშვილების" ტურნე წარმატებით გრძელდება. მათ კონცერტს აშშ-ის ელჩი უკრაინაში ჯონ ტეფტი მეუღლესთან ერთად დაესწრო.
"არასდროს ვუშვებ შანსს ხელიდან, ქართულ ხელოვნებას ვეზიარო. მართლაც, დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ყოველთვის ვცდილობ დავესწრო "სუხიშვილების" გამოსვლას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში.
ანტრაქტი ქართული ღვინის დაგემოვნებას ეძღვნება. მანამ სანამ "სუხიშვილები" სცენაზე გამოვლენ, მანამდე სტუმრებს ფოიეში ქართული ღვინით უმასპინძლდებიან.
23 თებერვალს კონცერტი მოლდოვაშია დაგეგმილი. ტურნე 11 მარტს მინსკში დასრულდება.
"სუხიშვილების ნაციონალური ბალეტმა" გასტროლები 1-ელ თებერვალს, დაიწყო, რომელიც თვენახევარს გაგრძელდება. ამ ქვეყნებში კონცერტები უკვე 7 წელია თებერვალსა და მარტში იმართება.
ანსამბლის წევრები საქართველოში მარტის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან და თბილისის საკონცერტო დარბაზში მაყურებლის წინაშე ძველი პროგრამით წარდგებიან. 27 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლმა "სუხიშვილებმა" "მემორიალური პროგრამა" წარადგინეს, რომელიც ნინო და ილიკოს დროს იდგმებოდა. "სუხიშვილებმა" კონცერტი ნინო რამიშვილის ხსოვნას მიუძღვნეს.
ghn