კონსერვატორიაში ბაროკოს კვირეული გაიმართება
05:24:28     20-02-2012
20-24 თებერვლის ჩათვლით ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაროკოს კვირეული გაიმართება. ფარგლებში დაგეგმილია ლექცია-კონფერენცია, მასტერკლასები, დამატებითი კონცერტი და დამატებიტი ვორქშოფი.
ლექცია-კონფერენცია მიეძღვნება თემას ბაროკოს მუსიკა, განსხვავება ბაროკოსა და თანამედროვე მუსიკას შორის. მასტერკლასებს გამართავენ: სონოკო ასაბუკი (ვიოლინო), მელოდი მიშელი (ფაგოტი), ბაბაკ მაჰმუდიანი (კლავესინი) და მარი შნაიდერი (ფლეიტა).
ბაროკოს კვირეულის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც სონოკო ასაბუკი, მელოდი მიშელი, ბაბაკ მაჰმუდიანი და მარი შნაიდერი ბაროკოს ეპოქის მუსიკას შეასრულებენ.
ghn