კარტოფილის ბლინები
05:06:20     20-02-2012
მასალა:
1 კილოგრამი კარტოფილი
200 გრამი კარაქი
300 გრამი პურის ფქვილი
½ ჩაის კოვზი სასმელი სოდა
2 ჩაის ჭიქა მაწონი
6 ცალი კვერცხი
1 ჩაის ჭიქა არაჟანი
100 გრამი შაქარი
გემოვნების მიხედვით – მარილი
კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ და გავატაროთ საცერში. დავუმატოთ თეთრი ფქვილი, გამდნარი კარაქი, კვერცხის გული, მარილი, სოდა და ბოლოს ამავე კვერცხების მაგრად ათქვეფილი ცილა.
როცა შევამჩნევთ, რომ ცომი ამოდის, დავიწყოთ ბლინების ცხობა.
ამ ბლინებთან ერთად სუფრაზე მიიტანეთ კარაქი, ჯემი, ან არაჟანი შაქრით.