კრემლის სუტენიორი ვასია, რომელიც რუს მაღალჩინოსნებს მეძავებით ამარაგებს...

  16:30:02     19-02-2012

აღმოჩენა რუსეთის „ნარინჯსფერმა ბლოგერებმა“ გააკეთეს და ინტერნეტში გაავრცელეს რამდენიმე სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი, ვასილი იაკიმენკო, პროკრემლისტური ახალგაზრდობის ლიდერი და ორგანიზაცია „ნაშის“ ხელმძღვანელია, რომელსაც კრემლისათვის მეძავებით მომარაგებაში „სდებენ ბრალს“, სწორედ აღნიშნული სატელეფონო საუბრების ჩანაწერების საფუძველზე.

მას შემდეგ, რაც ეს აუდიოჩანაწერები ინტერნეტში გავრცელდა, იაკიმენკომ მისი გამავრცელებლის ძებნა აქტიურად დაიწყო, მათ შორის, ვიღაც ქალბატონებთან ერთად, რომლებიც იაკიმენკოზე არანაკლებად წუხდნენ, რომ „გაიშიფრნენ“.

„ნარინჯისფერი ბლოგერები“ კი ამტკიცებენ, რომ სწორედ იაკიმენკოს საშუალებით პოულობენ კრემლის მაღალჩინოსნები ძვირფას „პროსტიტუტკებს“. იაკიმენკო მეძავებს შეხვედრებს კრემლთან ახლოს, სასტუმრო „ნაციონალში“ უგეგმავს, სადაც, კრემლში გამართული მორიგი შეხვედრიდან გამოსული, საქაღალდით ხელში, საქმიან ფორმაში, უცბადვე გადაირბენს ხოლმე წითელ მოედანს… ალბათ, ჯერ, ერთგვარი, „ქასთინგისათვის“.

თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეხვედრის ადგილი იცვლება და კრემლის ახალგაზრდობის ლიდერი და მეძავები ГУМе -ში შეხვედრაზე თანხმდებიან. თანაც, ქალბატონებს სთავაზობენ, რომ დათქმულ ადგილამდე მისვლამდე, ყოველი შემთხვევისათვის, გზად პრეზერვატივები შეიძინონ. მათი ჰონორარი 500-600 ათასი დოლარია, პირობების ცვლილების შემთხვევაში კი, უფრო მეტიც.


სატელეფონო საუბრის ჩანაწერის აუდიორგოლი