სტაფილო ნივრით

  12:59:07     18-02-2012

მასალა:

    2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

    3-4 კბილი ნიორი

    1/4-1/3 ჭიქა ნიგოზი

    (სამარხვო) მაიონეზი და მარილი

სტაფილო გავხეხოთ ძალიან წვრილად. ნიორი დავჭყლიტოთ. ნიგოზი დავფქვათ ყავის საფქვავში. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ მაიონეზი.