
ივანიშვილის გუნდი კასტრაციის ეროვნული პროგრამით მოდის?..
12:52:27     17-02-2012
ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა, საღამოს, ქართულ სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე იყრის თავს, სადაც ის ათასობით იუზერის განხილვის თემა ხდება.
ინტერნეტ მომხმარებლებს არც ოლიგარქის პირადი ადვოკატისა და პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრის, არჩილ კბილაშვილის არაორდინალური და უჩვეულო განცხადება გამორჩენიათ. შეგახსენებთ, რომ კბილაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსი სექსუალური ადრეფიზიოლოგიური ეტაპის გადალახვის შემდეგ უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
ივანიშვილის გუნდის წევრის ეს განცხადება მწვავედ გააკრიტიკეს პოლიტოლოგებმა და პოლიტიკოსებმა, თუმცა იურისტის ამ განცხადებას ზარ–ზეიმით არც ვირტუალურ სივრცეში შეხვედრიან.
„ნათელია რომ, კბილაშვილს სექსუალური ლტოლვის გადალახვასთან დაკავშირებული საკითხები ბიძინასთან აქვს განხილული, ზამთრის გრძელ ღამეებში, ბუხრის პირას. ჰოდა, თუ ესეა, იქნებ ფორუმსაც დასდოს პატივი და გადალახული ასაკის ხალხი დასვას საპოსტაოდ, თორემ ბალღები რომ გვემუქრებიან, ვერ ვიღებთ მთლად სერიოზულად“ – წერს ერთ–ერთი იუზერი.
იუზერთა ნაწილმა ვერ გაიგო, რას გულისხმობდა იურისტი ამ განცხადებაში, თუმცა, მეორე ნაწილმა ეს თავად ადვოკატის სექსუალურ პრობლემებს დაუკავშირა, ან სრულ კონცენტრაციას საქმეზე, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გარეშე.
ნაწილი კი, ივანიშვილის საინიციატოვი ჯგუფის წევრის განცხადებას, ოლიგარქის ფსიქოლანალიზს უკავშირებს.
„ხოდა, რას გულსიხმობს, ვერ გავიგე ბოლომდე. აშკარად ბიძინას ფისქო–ანალიზთანაა კავშირში“– წერს სხვა იუზერი. საიტ ფორუმ.ჯი–ზე იმითაც დაინტერესდნენ, კარგია თუ არა ლიბიდოდაქვეითებული პოლიტიკოსი?
ყველაზე „საინტერესოდ“ კი ეს ფაქტი იუზერმა, ნიკით shari დაინახა, რომელმაც თავისი ეჭვები ამ წინადადებით გამოხატა:
„ მგონი ესენი კასტრაციის ეროვნული პროგრამით მოდიან“...