მედვედევი პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს

  23:22:35     16-02-2012

დაირღვა თუ არა ჰარმონია კრემლის ტანდენმში?

დიმიტრი მედვედევი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკვე მეორედ აცხადებს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე. ამის შესახებ „სპრავედლივაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლაი ლევიჩევმა განაცხადა, რომელიც სხვა რეგისტრიტრებული პარტიების ლიდერებთან ერთად მედვედევთან შეხედრაზე იყო მიწვეული.

„მე არსად წასვლას არ ვაპირებ და უფრო მეტიც, ვაპირებ კენჭი ვიყარო პრეზიდენტად. და სიამოვნებით შეგხვდებით თქვენ საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ დებატებში“ - - ასეთი განცხადება გააკეთა ლევიჩის თქმით პრეზიდენტმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ მედვედევი ამბობს, რომ პრეზიდენტობის სურვილი არ დაუკარგავს. ამის შესახებ მან სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისასაც განაცხადა. მაშინ მან მართლაც საინტერეო აზრები გამოთქვა, კერძოდ, დაუშვა ის, რომ ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, წააგოს არჩევნებში, „ჯერ ერთი, მე არ ვიცი, რა იქნება მაისში. მე ვუშვებ მოვლენათა სხვადასხვაგვარად განვითარების შანსს… თუ ვლადიმერ პუტინს ეს გამოუვა, ალბათ, მართლაც გავხდები მთავრობის ხელმძღვანელი, ხოლო თუ არ გამოუვა, დამშვიდებული სინდისით გავაგრძელებ სამშობლოს სასიკეთოდ სამსახურს. სად - არ ვიცი, მაგრამ გადაჭრით შემიძლია ვთქვა - პოლიტიკიდან არ წავალ.“

თუმცა ჯერჯერობით ექსპერტები ფრთხილობენ და ამ განცხადებებს ტანდემში განხეთქილების ნიშანნად არ აფასებენ. თუმცა ფაქტია, რომ ფარული ბრძოლა მედვედევ-პუტინს შორის მუდმივად მიმდინარეობს. მოქმედ პრეზიდენტს ხშირად მოუხდენია იმის დემოსნტრირება, რომ ის უფრო ცივილური ადამიანია და მასთან საუბარი შეიძლება. ასე იყო გუშინაც, რეგისტრირებულ პარტიებთან შეხვედრისას, როცა მედვედევმა მათ თავისი დეკემბრის მიმართვაში გამოთქმული ინიციატივების ერთად გადახედვა და თუ საჭიროა, მასში კორექტირების შეტანა შესთავაზა.

ყველაზე საინტერესო კი ამ შეხვედრის დახურული ნაწილი გამოდგა, რომელზეც მედვედევმა ზემოაღნიშნული განცხადება გააკეთა. ამის შემდეგ ექსპერტი ალექსეი მაკარკინი ამბობს, რომ  პუტინსა და მედვედევს შორის „დიდ შეთანხმებულ გეგმებს“ ის ვერ ხედავს“, თუმცა „მედვედევის მთავარი პრობლემა ახლა სხვაა. პოლიტიკური კლასი მას სერიოზულად აღარ აღიქვამს და ის ამ სიტუაციის შეცვლას ცდილობს“ - განაცხადა მაკარკინმა.