„ქართული ოცნების“ „სექსოლოგი“, არჩილ კბილაშვილი „პრესა.ჯი“-ს კითხვებმა დააბნია

  17:14:15     16-02-2012

კარგად ნაცნობი ძველი ადვოკატი და ივანიშვილის ახალი პოლიტიკური სახე არჩილ კბილაშვილი ისრაელში იმყოფება და მედიას ემალება. „ქართული ოცნების“ პარტიის ხმაურიანი განცხადება დაახლოებით ასე ჟღერდა: პოლიტიკაში სექსუალურად მომწიფებული, მატერიალურად შეძლებული და თავის საქმის პროფესიონალი უნდა წავიდესო.  

კბილაშვილს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ სექსუალურად მომწიფებულში ალბათ ბიძინას გულისხმობდა. როგორც მის გარემოცვაში ამბობენ, ივანიშვილმა საგანგებო თათბირზე თავის თანაგუნდელებს ბრიფინგზე გასაჟღერებელი გზავნილების შერჩევა დაავალა.

კბილაშვილი, რომელიც კარგად იცნობდა, ბოსის ეზოთერიკულ და ღრმად გინეკოლოგიურ მისწრაფებებს, ადგა და ჩართული კამერების წინ ივანიშვილის დავალება ასე შეასრულა: პოლიტიკაში წარმატებისთვის ადრეფიზიოლოგიური სექსუალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული უნდა გქონდეს და სექსუალურად მომწიფებული უნდა შეუდგე „ოცნებების ასრულებასო“. 

კბილაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, „ქრისტიან-დემოკრატები“ მთლად გადაირივნენ, სექსუალურად გადამწიფებულები პოლიტიკაშიო? 

მოკლედ, კბილაშვილმა ბოსს ისეთი სიკეთე გაუკეთა, რომ ცალკე ფინანსური ცენზი დაუწესა პოლიტიკაში მომსვლელებს, ცალკე - სექსუალური.

„პრესა ჯი“ კომენტარისათვის „სექსუალური ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრს, არჩილ კბილაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო არჩილ, რამდენიმე კითხვა გაქვს თქვენთან.

- ისრაელში ვარ, ბოდიშით.

- კი, მაგრამ ბატონო არჩილ თქვენ ისეთი სკანდალური განცხადება გააკეთეთ, სექსუალურ-ფიზიოლოგიურ მომწიფებასთან დაკავშირებით. გვაინტერესებს, სექსი ასეთი გადამწყვეტია პოლიტიკაში? 

- იცით, მე ამაზე არ მინდა კომენტარი.

- რატომ? ჯერ განცხადება გააკეთეთ და ახლა აღარ გსურთ ამაზე კომენტარი? ღარიბებთან დაკავშირებით და ამ „სექსუალური“ განცხადების თაობაზე მართლა მიიღეთ საყვედური ივანიშვილისგან?

- მე ღარიბებზე არაფერი მითქვამს და რაც შეეხება საყვედურების მიღებას, ასეთი არაფერი მიმიღია. არც მსმენია, ვინმეს საყვედური ეთქვას.

- და რატომ არ გსურთ სექსუალურ ფიზილოგიურ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება? რამე უხერხულობას გრძნობთ?

- ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

- ბატონო არჩილ, სექსუალური მომწიფებულობაა მთავარი იმისთვის, რომ პოლიტიკაში მოხვიდე?

- ხომ გითხარით, კომენტარს ვერ ვაკეთებ.

- და რატომ? ივანიშვილს გულისხმობდით არა რომ ის სექსუალურად და ეზოთერიკულად ჩამოყალიბებულია? სექსუალური გადამწიფებაა მთავარი თქვენი პოლიტიკური გზავნილი?

- ნახვამდიისსსს..

ბატონმა არჩილმა ჩვენი სხვა მწვავე კითხვების მოსმენა აღარ ისურვა და არც გასაკვირია, ეტყობა, სექსუალური გადამწიფების ასაკში მყოფი ბოსისგან ასეთი დირექტივა აქვს.