თხილის ნამცხვარი
12:16:34     16-02-2012
ცხვება საცხობ ფირფიტაზე
გამოდის 20 ნაჭერი
1 ნაჭერი = 240 კ/კალ.
დრო: მოსამზადებლად – 20 წთ; გამოსაცხობად – 30 წთ.
მასალა თხელი ცომისთვის:
200 გ დარბილებული კარაქი
200 გ შაქარი
1 პაკეტი შაქრიანი ვანილი
2 ს.კ. ნუშის ლიქიორი ან სიროფი
4 ცალი კვერცხი
300 გ ფქვილი
1 ჩ.კ. ცომის საფხვიერებელი ან სოდა
სხვა მასალა:
100 გ თხლად დაჭრილი თხილი
30 გ შაქარი
30 გ კარაქი
ცხიმი საცხობი ფირფიტისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი საცხობ ფირფიტას. კარაქი, შაქარი, შაქრიანი ვანილი და ნუშის ლიქიორი ათქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ თითო-თითო კვერცხი. შეურიეთ ფქვილი და სოდა.
მიღებული ცომი გაანაწილეთ ფირფიტაზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ 10 წუთით 175 გრადუსზე. თხლად დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და თანაბრად მოაყარეთ ნამცხვარს. ზემოდან დაადეთ კარაქის ანათალი და აცხვეთ კიდევ 15-20 წუთი.