
ბიძინა ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფის სრული სია
12:20:14     15-02-2012
სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე მილიარდერის მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი მისივე პარტიის საინიციატივო ჯგუფის სრული სია რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ერქმევა, საინიციატივო ჯგუფის თვრამეტკაციან სიაში კი შემდეგი პიროვნებები მოხვდნენ:
ავდალიანი თამაზი - ადვოკატი, უფლებადამცველი
დავითაშვილი ნუგზარი - მეცნიერი (ატლანტა, აშშ)
ვოლსკი გიორგი - დიპლომატი
კალაძე კახი - ფეხბურთელი
კბილაშვილი არჩილი - ადვოკატი
კიღურაძე ივანე - მეცნიერი, აკადემიკოსი
კობახიძე მანანა - უფლებადამცველი
ოდიშარია გურამი - მწერალი
ჟვანია გიორგი - ბიზნესმენი
სესიაშვილი ირაკლი - უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი
ფანჯიკიძე მაია - დიპლომატი, პროფესორი
ქუცნაშვილი ზაქარია - იურისტი, უფლებადამცველი
ღარიბაშვილი ირაკლი - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელი
ჩაფიძე ელისო - ჟურნალისტი
ჭანკვეტაძე ნინელი - მსახიობი
ხაბელოვი ლერი - ოლიმპიური ჩემპიონი, მოჭიდავე
ხადური ნოდარი - ეკონომისტი, პროფესორი
ჯაფარიძე თედო - დიპლომატი