უილიამ ლევი - გზა სამოდელო ბიზნესიდან ჰოლივუდამდე

  07:32:21     15-02-2012

უილიამ ლევი დაიბადა 1980 წლის 29 აგვისტოს, კუბაში. მსახიობი და მოდელი, დღეს, აშშ-ის მოქალაქეა.

იგი ქართველმა მაყურებელმა გაიცნო სერიალებიდან "მოჯადოებული","უფრთხილდი ანგელოზს" და "მიმწყვდეული“


უილიამ ლევის კარიერა 15 წლიდან იწყება, როდესაც იგი თავის მშობლიურ ქვეყანას კუბას დატოვებს და საცხოვრებლად ოჯახთან ერთად მაიამიში გადავა.

ლევი ბავშვობაში ბეისბოლს თამაშობდა,მაგრამ მოუწია მისი დატოვება, რადგან  მძიმე ტრამვა მიიღო.შემდეგ ის იწყებს საქმიანობას ბიზნეს ადმინიტრაციაში,მაგრამ 2 წლის შემდეგ მასაც მიანებებს თავს. მომხიბვლელი ახალგაზრდის კარიერა სამოდელო სააგენტოში გრძელდება, ხოლო ამის შემდეგ იღებს მონაწილეობას ტელემუნდოს ორ სატელევიზიო გადაცემაში:"ცდუნების კუნძული" და "მსახიობების რომანი 2". სწორედ აქ გაიცნო თავისი მომავალი შვილების დედა, მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი ელიზაბეტ გუტიერესი,მასთან შეეძინა ორი შვილი კაილი ალეხსანდრა(11 თვის) და კრისტოფერ ალექსანდრე(4 წლის).

უილიამ ლევის, როგორც მსახიობის,მისი კარიერა იწყება მაიამიში,როდესაც მან მონაწილეობა მიიღო ვენევისიონის ტელე ნოველაში "არასდროს დამავიწყდება",შემდეგ იყო "შენ ჩემი სიცოცხლე ხარ","მიმწყვდეული","ვნება","უფრთხილდი ანგელოზს","მოჯადოებული","სიყვარულის ტრიმფი" და "მკვლელი ქალები". ლევი ასევე თამაშობს თეატრში და მონაწილეობა მიღებული აქვს რამოდენიმე წარმოდგენაში.

ჯილდოები:

2010 წელს წარდგენილი იყო ნომინაციაში საუკეთესო პროტაგონისტი კაცი "მოჯადოებული"-დან.

წყარო