ბეზეს პატარა ტორტი
06:18:05     15-02-2012
გამოდის 8 ფირფიტა ბეზე
1 ნაჭერი = 167 კ/კალ.
დრო: მოსამზადებლად – 40წთ; გამოსაცხობად – 1სთ.
მასალა ბეზესთვის:
4 ცალი კვერცხის ცილა
1 მწიკვი მარილი
200 გ შაქარი
1 ს/კ სახამებელი
სხვა მასალა:
2 ცალი კივი
450 გ ბანანი
200 გ მარწყვი
1 ს/კ შაქრის პუდრა
2 ს/კ ხილის ჟელე
პერგამენტი გამოსაცხობად
კვერცხის ცილა ათქვიფეთ მარილთან ერთად გამაგრებამდე, თანდათან შეურიეთ 150 გრამი შაქარი. დარჩენილი 50 გრამი კი აურიეთ სახამებელს და შემდეგ დაუმატეთ ბეზეს. გააცხელეთ ღუმელი. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ბეზე ჩაასხით ტორტის მოსართავ (კრემის) ხელსაწყოში და მისი გამოყენებით საცხობ ფირფიტაზე დასვით დაახლოებით 8 ცალი ექვსსანტიმეტრიანი დიაგონალის მქონე ბეზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ 100 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და გააგრილეთ.
კივი გათალეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად. ბანანი გაფცქვენით და დაჭერით. გაარჩიეთ მარწყვი, გარეცხეთ და გააშრეთ. ხილს მოაყარეთ შაქრის პუდრა. გამომცხვარი ბეზე დააწყვეთ ლანგარზე და მორთეთ შაქარმოყრილი ხილით. ჟელე გაატარეთ საცერში და წაუსვით ხილს.