
“გუგული მაღრაძე 6000 დოლარს მთხოვდა, გადამიხადე და წავალ შენი სახლიდანო”
22:52:44     14-02-2012
ივანიშვილის გარემოცვა პარაზიტებით და მის ფულზე შეყვარებული პოლიტიკური გვამებით გაივსო. მათ შორის, ,,ეროვნულ ფორუმთან`` ერთად, ბიძინას მადიდებელთა რიგებში, ,,ფორუმში`` შემავალი ,,ქალთა პარტიის`` ხელმძღვანელი გუგული მაღრაძეც გამოჩნდა. მის პარტიაში, ქალთა სახეები არავის უნახავს, თუმცა ერთ პირზე მორგებული პარტიის ლიდერს, ბოლო დროს საგრძნობლად გაეზარდა ქონებაც და პოლიტიკური ამბიციებიც.
,,ქალთა პარტიის`` ხელმძღვანელს, გუგული მაღრაძეს მოქალაქე რომეო გაბუნია, მისი კუთვნილი ქონების მიტაცებაში, დოკუმენტების გაყალბებასა და მთელ რიგ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. რომეო გაბუნია ,,პრესა ჯის`` დეტალურად უყვება აღნიშნულ ისტორიას. კომენტარის გარეშე გთავაზობთ მონათხრობს. სტილი დაცულია.
რომეო გაბუნია :`,,ამ ქალბატონმა წამართვა ჩემი კანონიერად კუთვნილი ქონება, ის ოპოზიციონერი და ხალხის ინტერესების დამცველი კი არა, ფულს დახარბებული პიროვნებაა. ბიძინასთანაც ფულის გამო წავიდა. რომ დასჭირდეს, ივანიშვილსაც წუთში გაყიდის. აკაკი შანიძის ქუჩა 17-ში, 1976 წელს შევიძინე სახლი, ალექსანდრა სავტირევასაგან და იქ არსებულმა მდგმურებმა ჯალაღონიებმა, ნინო ხოფერიამ და გუგული მაღრაძემ, თაღლითობისა და დოკუმენტაციების გაყალბების გზით, გადაწყვიტეს, ამ ბინის მესაკუთრეობაზე პრეტენზიის გამოცხადება.
მათ, ჯერ კიდევ 1991 წელს გამოაცხადეს პრეტენზია აქ მესაკუთრეობაზე. საბინაო ტრესტმა შეიტანეს სარჩელი ჩვენს კერძო საკუთრებაში არსებულ სახლზე, რომ ის გადასცემოდა კომუნალურ სამსახურს, სადაც ამ პროცესში მესამე პირად ჩართული იყო გუგული მაღრაძე. მაღრაძე მაშინ ითხოვდა, ამ სახლის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვას, რაც მისცემდა საშუალებას, თავის სახელზე დაერეგისტრირებინათ ის ფართობი, რომელიც მათ ეკავა. მოგვიანებით, მან და კიდევ სხვა მეზობელმა, უკვე 1998 წელს, სასამართლოში სარჩელი შეიტანეს გაყალბებული, ნოტარიუსის დამოწმების გარეშე შედგენილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც საკუთრების უფლებას დადგენას მოითხოვდნენ.
„სანამ პრეზიდენტის ოჯახი იყო გუგული მაღრაძის ოჯახის მეგობარი, ის აქებდა და ადიდებდა სააკაშვილს, მერე უნივერსიტეტის რექტორად რომ არ გაუშვა და არც ფრაქცია შეუქმნა პარლამენტში, რასაც თურმე ითხოვდა პრეზიდენტის ოჯახისგან, წავიდა ოპოზიციაში. ლანძღვა–გინება დაუწყო სააკაშვილს, ახლა ბიძინას უძვრება ფულის გამო. მარტო ეს კი არა, მეტს გეტყვით. როცა პარლამენტში განხილვა მიდიოდა ,,ატსტუპნიკების`` კანონის, მაშინდელი სხდომების და განხილვების სტენოგრაფიული ჩანაწერები მაქვს, საიდანაც ჩანს, რომ ქალბატონი გუგული მაღრაძე წინააღმდეგი იყო, რომ მესაკუთრეებს დარჩენოდათ მათი კუთვნილი ქონება და კანონის განხილვებზე ყველანაირად ლობირებდა თავის ინტერესებს. გუგული მაღრაძე ყველა ზომას მიმართავდა, რომ ჩემი კუთვნილი ფართი მიესაკუთრებინა. მეტიც, გუგული მაღრაძე 6000 დოლარს მთხოვდა, გადამიხადე და წავალ შენი სახლიდანო. ჩვენ გვაქვს თითქმის ყველა საქმე, არსებობს 21 ტომზე მეტი, სადაც მტკიცდება ჩვენი სამართლიანობა. 1995 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეგენი გაასახლეს, თუმცა შემდგომ უკვე აღსრულება არ მოხდა მაშინდელი კორუმპირებული მოსამართლეებისა და სააღსრულებლო ბიუროს თანამშრომლების ერთობლივი მოქმედების შედეგად. უკვე 2007 წელს, მათ მესამედ შეიტანეს სარჩელი საკუთრების აღდგენაზე.
ეს იმის ფონზე, როცა გუგული მაღრაძეს ბოლო წლების მიხედვით სერიოზული ქონება დაუგროვდა. მე მოგიტანეთ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან(`#81.02.02.471. #72.16.08.080.#20.12.06.268.01.076 და ა.შ.) მას აქვს შეძენილი ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე 2695 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთი. ასევე სოფელ ლისში, მუხათწყაროში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, ასევე გარდაბნის რაიონის სოფელ წავკისში 1000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მას და მის ძმას დეპუტატობის პერიოდში, აქვთ მიღებული სერიოზული მიწის ნაკვეთები სამგორში, ვარკეთილში. ასევე ფლობს ბინებს თბილისში. დეკლარაციაში აქვს 240 000–იანი ბინა ყიფშიძის ქუჩაზე, ჩემი საკუთრება აქვს მითითებული დეკლარაციაში და არც რცხვენია, გარდა იმისა, რომ კანონს არღვევს. შემოსავალი არაფერი აქვს და ამხელა ქონებას როგორ აგროვებს? საიდან აქვს პოლიტიკოს გუგული მაღრაძეს ეს ქონება? მისმა სიძემ, ირაკლი ღურჭუმელიამ, რომელიც ჯიბეგამოხეული დადიოდა, ფიქრის გორაზე იყიდა დიდი სახლი.
ასევე, მე მაქვს დოკუმენტი, რომ გუგული მაღრაძის მამამ ბინა მიიღო 1983 წელს და მის შვილს, მაინც ჩემს სახლში უნდოდა დარჩენა. 1986 წლიდან, ჩემთან არ უცხოვრია და სამაგიეროდ, იქ მოდიოდნენ ნარკომანები, მსუბუქი ყოფაქცევის ქალები და ა.შ. ისინი რომ ჩემი მდგმურები იყვნენ, მე ვიხდიდი საფინანსო განყოფილებაში ფულს და ესეც ადასტურებს იმას, რომ მე მდგმურების შენატანს ვიხდიდი, რომ ისინი მდგმურები იყვნენ და არა მესაკუთრეები. მეძავების თავშეყრის ადგილად აქცია ამ ქალბატონმა ჩემი კუთვნილი ქონება``.