
მოხუცმა ცოლ–ქმარმა 10 წლის გოგონა გაიტაცა და 10 წლის განმავლობაში აუპატიურებდა
12:47:24     14-02-2012
დიდი ბრიტანეთი და მსოფლიო მედია სასამართლო პროცესს ელის, რომლითაც ხანდაზმული წყვილის განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი.
წყვილს, რომლებიც 65 წელს გადაცილებული არიან, ადამიანების უკანონო ვაჭრობაში, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და არასწრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში ედებათ ბრალი.
ილიას აშარი 83 წლისაა, მეუღლეკი 66–ს. ამასთან, გამოძიების დროს ცნობილი გახდა, რომ ცოლ–ქმრის კანონდამრღვევ ქმედებებში, მათი 24 წლის ქალიშვილიც მონაწილეობდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ცოლ–ქმარმა სასტიკი დანაშაული ჩაიდინა. ობოლი გოგონა, რომელიც 10 წლის ასაკში წყვილმა პაკისტანიდან წამოიყვანა, ტყვედ იქცია.
ბნელ ოთახში, საპირფარეშოსა და აბაზანის გარეშე ცხოვრება, გოგონას 10 წლის განმავლობაში მოუწია. ამასთან, მას არ ჰქონდა საწოლი, რის გამოც ბეტონის ფილაზე უწევდა ღამის გათენება.
არაადამიანური მოპყრობის გარდა, გამოძიებით დადგინდა, რომ წყვილი გოგონას 10 წლის განმავლობაში სისტემატიურად აუპატიურებდა.
გაუპატიურებასთან ერთად, არასწრულწლოვანს აიძულებდნენ დაელაგებინა სახლი, გაემზადებინა საჭმელი და გაერეცხა ავტომობილები. ამის სანაცვლოდ გოგონა, დღეში მინიმალური კვების რაციონს იღებდა. ტელეკომანია „ბი ბი სი“–ს ინფორმაციით, გოგონამ, რომელიც 10 წლიდან ტყვედ იმყოფება, არც წერა კითხვა იცის, და არც სკოლაში უვლია. ამასთან ერთად, მოხუცი ცოლ–ქმარი გოგონას სახელზე სოციალურ დახმარებასაც იღებდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევში, ხანდაზმულ წყვილსა და მისი 24 წლის ქალიშვილს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.