
ჟირინოვსკის ოცნება იყო, ალა გაეუპატიურებინა
22:39:07     13-02-2012
ვლადიმერ ჟირინოვსკის ზედმეტად კომპრომეტირება არ სჭირდება. თავად კომპრომატია, თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატს ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცე აუმხედრდა. განხილვის თემად იქცა, მის მიერ ურალის მოსახლეობის მისამართით ნათქვამი - ურალელები სრული დებილები არიან!
ჟირინოვკსის გულშემატკივრები, რომლებიც არცთუ ცოტანი არიან, ამ ანტიკამპანიას ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის „კიდევ უფრო მზარდ“ რეიტინგს უკავშირებენ.
რის ხარჯზე იზრდება ეს რეიტინგი?
ამაში დიდი წვლილი მისმა ტიტულებმა შეიტანა: სექსუალური მონსტრი, ჰომოსექსუალისტი, ორგაზმის რეკორდსმენი, კეთილისმქმნელი მოქალაქე, რომელსაც არ ძალუძს ცოლთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ფაქტია, რომ რუსეთის ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს სწორედ ასეთი პრეზიდენტი სურს და ჟირინოვსკიც, პრეზიდენტი თუ არა, პრეზიდენტობის მუდმივი კანდიდატია - ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ერთად.
მაგრამ არჩევანის გაკეთება დიქტატორსა და ფსიქიურად შეშლილს შორის რთულია. და თუ პუტინის წინააღმდეგ პლაკატებითა და მიტინგებით აღსდგნენ, ჟირინოვსკის მანიაკალური წარსული ამოუქექეს. სკოლის პერიოდში მამის გვარს ატარებდა - ეიდელშტეინი იყო, თუმცა შემდეგ მალავდა ამას.
16 წლის იყო, როცა თანაკლასელი ალას „გრუზავიკის“ საბარგულში გაუპატიურებაზე ოცნებობდა, მაგრამ ეს ოცნება ვერ აიხდინა. ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაში, რომ ჟირინოვსკი ქარიზმატული ლიდერი „გარდაქმნის“ პერიოდში სწორედ ხულიგნის, სექს-ტერორისტისა და თავისუფალი სიყვარულის მომხრეობით გახდა.
ღამის კლუბში, ფოტო გადაიღო პორნოვარსკვლავ ჩიჩოლინასთან; ხშირად ჩნდებოდა „ჰომოსექსუალთა ტუსოვკებზე“ და იძლეოდა სექსუალურ-პოლიტიკურ დაპირებებს, რომ მისი პარტია ყველა რუს ქალს, კაცით უზრუნველყოფდა.
ჟურნალისტებს ხშირად უყვება, „მყავდა 200-ზე მეტი ქალი, ორგაზმი კი ათასჯერ განმიცდია.“
კანადელ ჟურნალისტს, რომელიც ჟირინოვსკისგან ინტერვიუს იღებდა, და თარჯიმანს მაშა პავლენკოს, ვლადიმერ ვოლკფოვიჩმა ჯგუფური სექსი თავის მცველთან ერთად, პირდაპირ ინტერვიუს დროს შესთავაზა…
მისი თანამებრძოლების მიერ ფოტომოდელებთან მოწყობილი „ტუსოვკები“ ჩვეულებრივი ამბავია. ამ ფოტომოდელებით ერთ დროს, ჟირინოვსკის პარტიას ვლადიმერ ვოლფოვიჩის თანაშემწე ამარაგებდა, იმ დრომდე, ვიდრე სახელმწიფო დუმის დაცვის სამსახურმა დუმის კედლებში, ეს ადამიანი, გალეშილი მთვრალი, ღია სეიფით და შიშველ ქალებთან ერთად არ აღმოაჩინა.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ჰომოსექსუალური თავგადასავლებიც ჰქონია. და არა მხოლოდ ალას, არამედ ალექსეის გაუპატიურებაზეც უოცნებია და აუხდენია კიდეც ეს ოცნება. „ჟირინოვსკიმ მაიძულა გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც არ მინდოდა“ - ამბობს 18 წლის ალექსეი.
ჟირინოვსკის მსხვერპლი გახდა მოლდოველი ვალენტინა ნოვაკი, რომელიც დუმაში, ერთ მშვენიერ დღეს, დახმარების სათხოვნელად მივიდა. არავინ მიიღო. ურჩიეს, ჟირინოვსკის დაკონტაქტებოდა. მან მართლაც გამოუწერა საშვი ყველას, ვინც ელოდებოდა. ვალენტინას, დედისა და დისთვის ფული მისცა, თავად კი სამსახურში მოწყობას დაპირდა. „მითხრა, რომ მასთან სახლში ვიმუშავებ… ხელი მომითათუნა და თქვა, რომ თუ საჭირო იქნება, შვილებსაც გავუჩენ. მეგონა, ხუმრობდა“.
დუმიდან ჟირინოვსკის სახლში ვალენტინა კორტეჟით წაიყვანეს. მოგვიანებით, ის ვლადიმერ ვოლფოვიჩის საძინებელში იხმეს: „მან მთხოვა ახლოს დავმჯდარიყავი. მე დავეჭვდი. მან კი დაკეტა კარი, - შენ დიდი გოგო ხარ, ფიქრობ, რომ ფული ისე, უბრალოდ მოგცეს?“ ცოტა ხანში ვალენტინამ საძინებელი დატოვა, მერე კი მე დამიძახეს - ამჯერად ალექსეი ყვება, რომელიც ჟირინოვსკის სახლში, ვალენტინასთან ერთად, ალბათ, ისიც სამუშაოდ მიიყვანეს.
„ჩემს ირგვლივ დადიოდა და მეუბნებოდა, რა ნაზი და სუფთა სხეული გაქვსო. შემდეგ შარვალში ჩამიძვრა: „აა, ტრუსები გაცვია, ეხლა ბევრი მის გარეშე დადის“. დამიწყო თვალიერება, ხომ არ მყავდა ტილები, კბილებში ჩამხედა, მაიძულა გამეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც არ მინდოდა“ - ამბობს ალექსეი.
ვალენტინა, ჟირინოვსკისთან 2 კვირა ცხოვრობდა. გაქცევა მხოლოდ მაშინ მოახერხა, როცა პატრონი შინ არ იყო, მისი დაცვა კი ასევე ქალებთან იქცევდა თავს.
ერთ დროს გახმაურდა ამბავიც, რომ ჟირინოვსკი ძალიან „აწუხებდა“ „ნტვ“-ს მიმოხილველს ერნსტ მიაცკავიჩუსს, დერეფნებში დასდევდა, უღუტუნებდა… საქმე იქამდე მივიდა, რომ ერნსტმა უარი თქვა მასთან ინტერვიუებზე.
თუმცა, ეს უფრო ახალგაზრდული წლები იყო. ასაკმა ვლადიმერ ვოლფოვიჩს თავისი უქნა და ახლა ხან ცხოველებზე ილაშქრებს და ხანაც, უბრალოდ, სიტყვიერად ძალადობს და შეურაცხყოფს ადამიანებს, მაგალითად, ურალელებს:
„ იქ უტვინო მოსახლეობა, დებილები ცხოვრობენ. პერმიდან ეკატერინბურგამდე - დებილური მოსახლეობაა. მე ხომ მთელი ქვეყანა მოვლილი მაქვს, იმაზე უტვინო ხალხი, ვიდრე ურალშია, არ მინახავს. და იქ დაიბადა ელცინი“.