შეშლილი, შეშლილი, შეშლილი... ბ.ი

  16:37:15     13-02-2012

ივანიშვილი აკვიატებულ შიშებშია. სულ ახლახანს, მან საკუთარი დაცვა გააძლიერა და  პირადი ვერტმფრენების ანტისარაკეტო დანადგარებით აღჭურვაში, მილიონები გადაიხადა. თითქმის პარანოიკული ისტერიკა, მას, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფიზიოლოგიური პროცესის დარღვევის, ანუ უფრო სამედიცინო ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით,  ჩვეულებრივი ფაღარათის შემდგომ გაუძლიერდა.

მართალია, ივანიშვილს არწმუნებდნენ, რომ ეს შესაძლოა, მის აქტიურ რეჟიმსა და ჰავის ცვლილებას უკავშირდებოდეს, მაგრამ მუდმივად  ადევნებულ ფსიქოისტერიკას ამჯერადაც ვერაფერი მოუხერხეს.   ის, რომ ფაღარათის გამო, ივანიშვილმა  დაცვა გაიძლიერა და მომსახურე პერსონალის კიდევ ერთხელ „გადამოწმება“ დაავალა დაცვის სამსახურის უფროსს, რეალობას მოკლებული არაა.

ბიძინას უნდობლობის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, მისივე პირველი ბრიფინგი იყო, როცა ჟურნალისტებს ლამის თეთრეულიც კი შეუმოწმეს და სათითაოდ დაუფიქსირეს  სახეები.

ბიზნესმენის ილუზიებს, მის ირგვლივ მზარეულების მუდმივი ცვალებადობაც უკავშირდება და დაცვის განსაკუთრებულად გაძლიერება.  ივანიშვილის დაცვის სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე,  წარმოშობით მისი რაიონიდანაა და ივანიშვილის ახირებების უშუალო შემსრულებლად ითვლება.

ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო ახირება,  დაცვის განსაკუთრებული ზომები და მასზე დახარჯული მილიონებია. „პრესა ჯის“ ინფორმატორის ცნობით, ამ ცოტა ხნის წინ, ილუზიებში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, საკუთარ ორ შვეულმფრენზე,  ულტრა თანამედროვე ელექტროოპტიკური მოწყობილობები დაამონტაჟა და მათში თითქმის 4 მილიონ დოლარამდე  გადაიხადა. როცა  „ლეიბორისტების“ მოწოდებას, 300 ლარი დაერიგებინა უკიდურეს სიღატაკეში მყოფებისთვის, ბიძინამ უარით უპასუხა. 

ივანიშვილის გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, მის დაცვაში შედის სამი ვერტმფრენი: C-145, C-350 და მი-171– ის ტიპის. ამ უკანასკნელის სალონის მოწყობისთვის, სულ ახლახანს, ივანიშვილმა  კოლოსალური თანხები გადაიხადა. არადა, ივანიშვილი, მათ მხოლოდ „თბილისი-ჭორვილა-თბილისის“ მიმართულებით თუ გამოიყენებს.  ასეთი ფუფუნების მოყვარული ივანიშვილი  კი ხალხს ურცხვად ატყუებს, რომ ბიუროკრატიულ დანახარჯებს შეიმცირებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს ისეთივე აბსურდია, როგორც პოლ ბრეგის ან დოქტორ დიუკანის ცნობილი დიეტის დაცვა, ლამის ორსაუკუნოვანი სიცოცხლისათვის. 

როგორც ინფორმატორები აცხადებენ, ივანიშვილმა პირად საკუთრებაში არსებულ  “მი-171-ზე” დაამონტაჟებინა სპეციალური ანტისაზენიტო აპარატურა, 3 შემადგენლობით, რომლებმაც “იგლასა” და “სტრელას” სამიზნეები უნდა დააფიქსიროს და კონტრზომები მიიღოს. მხოლოდ ერთი ასეთი აპარატურის ფასი, 1 მილიონ დოლარამდე აღწევს. როგორც ჩანს, “წმინდა ბიძინა მართალს” ამხელა თანხები, მხოლოდ პირადი ფუფუნებისთვის არ ენანება, თორემ საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის თანხების გაცემა, მას შემდეგ რაც პოლიტიკაში მოვიდა, დემონსტრაციულად შეწყვიტა. მათ შორის, “ქართუ ჯგუფში” მისულ ავადმყოფებს პირდაპირ განუცხადეს, რომ ონკოლოგიურ დაავადებებსა და ინვალიდებს არ ვაფინანსებთო.