ქართული სტენდი ბერლინალეს კინოფესტივალზე
10:44:52     13-02-2012
ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს 62-ე კინოფესტივალზე ინდუსტრიული კუთხით წარსდგება. ქართული სტენდი 16 თებერვლის ჩათვლით იმუშავებს და მის ფარგლებში 50-ზე მეტი ინდუსტრიული შეხვედრაა დაგეგმილი. სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების კატალოგი, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები, ახალი ქართული ფილმების ტრილერების დისკი, მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების დისკი, საქართველოში გადაღებების შესახებ ინფორმაცია და სხვა.
ეროვნული კინოცენტრის 2012 წლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სასცენარო განვითარების ფონდის შექმნა. აქედან გამომდინარე, კინოცენტრის დირექტორი-თამარ ტატიშვილი ბერლინში გამართავს სამუშაო შეხვედრებს განვითარების სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელებთან, ასევე ევროპული ქვეყნების კინოფონდების წარმომადგენლებთან.
ბერლინალეს ფარგლებში წარმოდგენილი იქნება დამწყები ქართველი პროდუსერის, ნათია გულიაშვილის და რეჟისორის ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის პროექტი "მადონა",რომელიც ნომინირებულია ბოშის ფონდის 2012 წლის პროგრამაზე-კოპროდუქციის პრიზით. ავტორებს სხავდასხვა უორქშოფით მოამზადებენ პროექტის წარსადგენად,რომელსაც აპრილში ვისბადენის კინოფესტივალის ფარგლებში ჟიური შეაფასებს და გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა "მადონა"კოპროდუქციის პრიზს-70 000ევროს დაფინანსებას წარმოებისთვის.
ბერლინალეს ფარგლებში ეროვნულიკინოცენტრის სტენდზე სრულმეტრაჟიანი მხტრული ფილმის პროექტის "უსრუს" პრეზენტაცია გაიმართება. პროექტს წარადგენენ ფილმის პროდუსერი-ოთარ შამათავა, რეჟისორი ზაზა ბუაძე გერმანელ კოპროდუსერთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ფილმი წარმოადგენს უკრაინულ-გერმანულ-ქართულ კოპროდუქციას. პროექტს დაფინანსება მოპოვებული აქვს უკრაინის კინოს განვითარების ფონდისგან.
ასევე, ევროპულ კინობაზრობაზე ნანა ჯანელიძე წარადგენს ახალ კინოპროექტს და შეხვდება უცხოელ პროდუსერებს.(2011 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ნანა ჯანელიძის ფილმი "ნეტავი იქ თეატრი არის?!" გახდა წლის საუკეთესო ქართული ფილმი და რეჟისორს ჯილდოდ გადაეცა ბერლინალეს ფარგლებში გამართულ ევროპულ კინობაზრობაზე ახალი პროექტით მონაწილეობა).
კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება პროექტ "15ახალგაზრდა რეჟისორის მიერ შექმნილი 15 დოკუმენტური ფილმის" პრეზენტაცია. ერთ-ერთი იქნება სალომე ჯაშის პროექტი12 წუთიანი ფილმი"ცურვა", რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა.
ghn