ჯონ ლენონისა ვაჟი ანიმაციური ფილმებს ფესტივალს უხელმძღვანელებს

  10:44:03     13-02-2012

ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი, ჯონ ლენონისა და იოკო ონოს ვაჟი, შონ ლენონი მესამე ანილაციური ფესტივალის Los Angeles animation festival-ის მხატვრული ხელმძღვანელი გახდა. ფესტივალი ჰოლივუდში, კინოთეატრ Regent Showcase-ში 7და ნ-11 მარტის განმავლობაში გაიმართება.

ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ფილმები, რომლებიც თავად მხატვრულმა დირექტორმა შეარჩია, მათ შორის: კაცუხირო ომოტოს ანიმაცია „აკირა", ცნობილი ფრანგი რეჟისორის რენე ლალუს „ველური პლანეტა", ბიბო ბერჟერონის ანიმაციური ფილმი „მონსტრი საფრანგეთში", რომელიც ასევე ნომინირებულია საფრანგეთის პრემიაზე „სეზარი".

ფესტივალზე ასევე აჩვენებენ 1999 წლის მულტფილმს „ფოლადის გიგანტი", ასევე ტრეა პარკერისა და მეტ სტოუნის ნამუშევარს „გუნდი ამერიკა: მსოფლიო პოლიცია".

ფესტივალზე სპეციალურ პრიზს, ანიმაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს ცნობილი მულპლიკატორი ბილ პლიმპტონი, ორჯერ ნომინირებული ოსკარზე. ფესტივალზე წარადგენენ დოკუმენტურ ფილმს პლიმპტონზე Adventures in Plymptoons, და მის პირველ ანიმაციურ ფილმს "The Tune".

ghn