ჯაზი თბილისში

  08:09:41     11-02-2012

თბილისში ჯაზმუსიკის სერია იწყება, სადაც ოთხი სხვადასხვა სტილის მუსიკოსი კონცერტს გამართავს. როგორც "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა კანდელაკმა განაცხადა, ჯაზსერია 19 თებერვალს დაიწყება და აპრილამდე გაგრძელდება.

"ჯაზსერიაში ისეთი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან საქსაფონისტი ჯოშუა რედმანი ტრიოსთან ერთად, ვოკალისტ ჯონ პიზარელის კვარტეტი, ფრედ ვესლი და The new JB Horns-ი. ისინი საქართველოს შეიძლება სულაც არ იცნობენ, მაგრამ ჩვენი წარმატებული ორგანიზებით, მაინც დათანხმდენ ჩამოსვლაზე. ქართველი მსმენელი 4 თვის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა სტილის მუსიკოსს გაეცნობა", - განაცხადა კანდელაკმა.

თბილისში ჯაზსერიის დასრულების შემდეგ "ისტერნ პრომოუშენის" შემოქმედებითი ჯგუფი ახალ სტუმრებთან ერთად ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც 17-22 ივლისის ჩათვლით ბათუმის ჯაზფესტივალი გაიმართება.

ghn