კიტრი ნაღებით

  13:05:23     10-02-2012

მასალა:

    5 ცალი კიტრი

    100 გრამი ნაღები

    მარილი გემოვნებით

გათლილი კიტრი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ოცი წუთი. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი, გავაშროთ და დავაწყოთ სასალათე თეფშზე. გადავუსვათ წინასწარ ათქვეფილი ნაღები და დავდგათ ცივ ადგილზე.