
პუტინი , არჩევნებში საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული აღარ არის...
10:37:06     09-02-2012
კრემლის დიქტატორმა განაცხადა, რომ აუცილებელი პირობა არ არის, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში მან გაიმარჯვოს. მაგრამ ამ ყოველივეს დასძინა, რომ არჩევნების მეორე ტურმა, შესაძლოა სიტუაცია პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს.
პუტინის ორაზროვანმა განცხადებამ საფუძველი დაუდო ახალ პოლიტიკურ ინტრიგას. ხელისუფლებას ახლა მოქმედების ორი ვარიანტი აქვს. ოთხი მარტის არჩევნებში მათ შეუძლიათ პუტინისთვის უზრუნველყონ ხმების 50 პროცენტზე მეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებლად გაჩნდება აზრი, რომ არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა, იმისათვის რომ პრემიერ–მინისტრს გაემარჯვა. ამან კი, შესაძლოა, ისედაც არეული ქვეყანა კვლავ ახალ, მძლავრ საპროტესტო აქციებამდე მიიყვანოს.
ან კრემლმა შეიძლება მიიღოს რეზულტატი, რომელიც რეალური იქნება და რომლის შედეგადაც პუტინი ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერ დააგროვებს. შემდეგ კი გავლონ სამი კვირა არჩევნების მეორე ტურამდე, სადაც ალბათ კვლავ გარკვეული საშუალებებით გაამარჯვებინებენ პუტინს - აცხადებენ სპეციალისტები.
„რა თქმა უნდა ჩემს კანდიდატურას არ წამოვაყენებდი, გამარჯვების იმედი რომ არ მქონოდა. მესმის და ვფიქრობ, რომ თქვენც კარგად გესმით, რომ არჩევნების მეორე ტური იქნება ბრძოლის გაგრძელება, რომელიც არსებული პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს. მაგრამ აქ საშიში არაფერია. მე ამისთვის მზად ვარ,“– აღნიშნა კრემლის დიქტატორმა.
ექსპერტების აზრით, ის ფაქტი, რომ პუტინს ასეთი აზრის გამოთქმა მოუწია, გამოწვეულია ამომრჩევლების უკმაყოფილებით. უკმაყოფილება კი პუტინის განცხადებამ აღძრა, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს რომ იგი ჩაანაცვლებს დიმიტრი მედვედევს და რუსეთის ფედერაციას უმეთაურებს მესამე საპრეზიდენტო ვადის საშუალებით. მედვედევმა კი მის სურვილს თავი დაუხარა და განაცხადა, რომ გზას უთმობს ბატონ პუტინს იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი მასთან შედარებით უფრო პოპულარულია ამომრჩევლებში.
2008 წლის არჩევნებში, ხმების 70 პროცენტით, მედვედევმა. 2004 წელს პუტინმა გაიმარჯვა პირველ ტურში ასევე ხმების 70 პროცენტით. 2000 წელს კვლავ პუტინმა და კვლავ პირველ ტურში მოიპოვა გამარჯვება, ხმების 53 პროცენტით. უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელმაც გამარჯვების მოპოვება მეორე ტურში, შეძლო ეს გახლავთ ბორის ელცინი და აღნიშნული ფაქტი 1996 წელს დაფიქსირდა.
გამოკითხვების შედეგები კი აჩვენებს, რომ პუტინს არჩევნებში გამარჯვება ნამდვილად გაუძნელდება. სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ პუტინის მომხრეების პროცენტული რაოდენობა ოცდაჩვიდმეტს არ სცდება. ხოლო სახელმწიფო ორგანიზაციების განცხადებით, ეს რიცხვი 49 პროცენტია.