
ივანიშვილი "მოქკავშირის" სახეებს ყიდულობს
16:53:31     08-02-2012
ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას ბითუმად ყიდულობს. "ეროვნული ფორუმის", სალომესა და გუგული მაღრაძის შემდგომ, რიგში "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე დგას. როგორც ივანიშვილის გარემოცვიდან გამოსული ინფორმაციიდან ირკვევა, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პარტიების `ოპტომ~ ყიდვის შემდგომ, ცალკეული სახეებიც იყიდოს და საკუთარი კოალიციის სახელით, მაჟორიტარებად წარმოადგინოს.
მათ რიცხვში, "მწვანეთა" პოლიტიკურად უკვე "გადამხმარი" ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე სახელდება, რომელიც აპოკალიფსური შინაარსის შემცველი განცხადებებით უფრო ამახსოვრებს თავს საზოგადოებას.
ივანიშვილის შესასყიდთა რიგში, მეორე ადგილზე, "სოციალ-დემოკრატები" დგანან. მათი შეფი, შევარდნაძის ეპოქის პირმშო გია ჟორჟოლიანია, რომელიც "მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და შემქმნელი იყო, თუმცა მოგვიანებით "მრეწველებში" გაერთიანდა. სულ ახლახანს კი, საკუთარი პარტიაც შექმნა. ახლა, როგორც ჩანს, ივანიშვილთან სარფიანადაც ივაჭრებს.