სიმფონიური მუსიკის კონცერტი ოპერაში

  12:11:30     08-02-2012

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი 8 თებერვალს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სიმფონიური მუსიკის კონცერტს გამართავს. საღამო "ოპერის მეგობართა საბჭოს" მხარდაჭერით ეწყობა.

მონაწილეობენ ახალგაზრდა წარმატებული ქართველი მუსიკოსები - გიორგი შამანაური (ფლუგელჰორნი) და შოთა გოგოძე (კლარნეტი).

კონცერტს წარუძღვება ოპერის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, იტალიელი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო.

კონცერტის პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა: კონცერტი ვალტორნისთვის (E-dur) და კონცერტი კლარნეტისთვის ორკესტრთან ერთად (A-dur).

ghn