ყვავილოვანი კომბოსტოს სალათა
11:10:08     07-02-2012
რეცეპტი 4 ულუფისათვის
შემადგენლობა:
1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
200 გ. მაწონი
3 კბილი ნიორი
1 ჩ/კ კვლიავი
4 ს/კ ლიმონის წვენი
2 ს/კ ზეთი
150 გ. მოხალული არაქისი
სალათის ფურცლები
ცხარე წიწაკა სურვილისამებრ
პიტნის ფოთლები
მარილი
კომბოსტოს ყვავილები გააცალკევეთ და ხარშეთ მარილწყალში 5 წთ.
მაწონში შეურიეთ დანაყილი ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი და ზეთი.
კომბოსტოს შეურიეთ არაქისი, გადაიტანეთ სალათის ფურცლებზე, მოასხით შეზავებული მაწონი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა და პიტნა.