კრემლს ამერიკული ანტისარაკეტო სისტემების ეშინია
21:33:00     06-02-2012
რუსეთი, მომავალში, შესაძლოა, არათუ შეამცირებს, არამედ გაზრდის თავის ბირთვულ შეიარაღებას იმ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს მსოფლიოშია, - განაცხადა რუსეთის თავადცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა.
„აღმოცენდა ახალი საფრთხეები, შეხედეთ, რა არასტაბლური სიტუაციაა ახლო აღმოსვლეთში. ამიტომ რუსეთის სამხედრო დოქტრინა, ცალკეულ შემთხვევებში, ბირთვული იარაღის გამოყენებას ითვალისწინებს. არ გამოვრიცხავ, რომ ვითარება შეიძლება განვითარდეს ისეთი სახით, რომ ჩვენ მოგვიწევს არათუ შევამციროთ, არამედ გავზარდოთ ბირთვული შეიარაღება“ - ამბობს ანტონოვი.
ის თვლის, რომ ჯერ ძალიან ნაადრევია არაბირთვულ მსოფლიოზე საუბარი, მისი აზრით, დღეს, ბირთვული შეკავების კონცეფცია აუცილებელია.
„ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელები ცდილობენ ააწყონ ნდობის პრინციპზე დაფუძნებული ახალი ურთიერთობები. ჩვენი ქვეყნის ბირთვული ფარი ყოველთვის მზად უნდა იყოს, რომ მესამე ქვეყნების მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები მოიგერიოს. რა თქმა უნდა, ცხოვრება ბირთვული იარაღის გარეშე გადასარევია, მაგრამ ამისკენ ნელ-ნელა უნდა ვიაროთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი საფრთხე ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებია.
„აშშ აგრძელებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების პოტენციალის ზრდას როგორც ევროპაში, ისე სხვა რეგიონებში. ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების ევროპული სეგმენტი ევროპაში, სტრატეგიული ძალთა ბალანსის შეცვლისკენ მისწრაფებას ნიშნავს. ცივი ომის დასრულების შემდეგ, აშშ-ის სტრატეგიული შეიარაღება რუსეთის საზღვრებს უახლოვდება“ - შიშობენ მოსკოვში.
ანტონოვმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები აშშ-სთან ამ საკითზე ჩიხშია შესული. ამიტომ ძალაში რჩება დიმიტრი მედევდევის განცხადება, რომ რუსეთმა, შესაძლოა, დატოვოს სტრატეგიული შეტევითი შეარაღების შემცირების შესახებ შეთანხება, „ეს ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი საპასუხო ქმედება იქნება“ - განაცხადა ანტონოვმა.